09:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 14:48:26, 1596 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია ტრანსგენდერზე თავდასხმის რეალური მიზეზი დადგინდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტრანსგენდერ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს გმობს.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესი თავდასხმის რეალური მიზეზი დადგინდეს.

„პრეზიდენტი გმობს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემზარავ ფაქტს: ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე. პრეზიდენტი მიესალმება რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და თვლის რომ უმნიშვნელოვანესია დადგინდეს თავდასხმის რეალური მიზეზი“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics