18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 13:50:01, 687 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩა N1-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა.  

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღში 11 ჯგუფი შეიქმნა, მთლიანობაში კი, ბაღი 400-მდე ბავშვის  სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. 

შენობა და მიმდებარე ტერიტორია  ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ბაგა-ბაღის ეზოში განთავსებულია  რამდენიმე სათამაშო და გასართობი მოედანი.  

„დღეს დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი,  რიგით მეშვიდე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ  მშენებლობას. თბილისს კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ საბავშვო ბაღს ვაჩუქებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ბაღი ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა, აღსაზრდელები კი, ამ დრომდე, N7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ.  განახლებულ ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი. 

N79 საბავშვო ბაგა-ბაღი მეშვიდე ბაღია,  რომელიც დედაქალაქს მიმდინარე წელს შეემატა. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics