16:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 13:21:54, 1256 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: არ ვაპირებ, პოლიციელზე ხელის აწევა ვინმეს ვაპატიო

ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკავებულებზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

 „მე დღემდე არავისთვის არ მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ არ ვაპირებ ვინმეს  მსგავსი საქციელი ვაპატიო. გამორიცხულია, დაკავებულებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ყველაფერი გამოგონილი და ალბათ გაგიგიათ - თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, მსგავსი არაფერი არ მომხდარა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაცით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეებმა საარჩევნო უბანზე შეჭრა და საარჩევნო ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც, პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics