07:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 17:12:39, 1538 ნახვა

სამართალი
შსს-ს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ახლადგახსნილ ცენტრში უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა სტუმრებს ცენტრი დაათვალიერებინა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით: „მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმით არის უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას“.

შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს პრეზენტაციაზე ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის პრინციპი და პროცედურები დეტალურად გააცნო.

დელეგაციის წევრები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვივნენ. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ. „112“-ის დირექტორი, გიორგი ბიჭაშვილი სტუმრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა და განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics