07:07 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 15:56:02, 488 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით ქალაქ ყარსში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილი დღეს, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, საგულისხმოა,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.
დღესვე გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ყარსის კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრება, სადაც ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics