16:55 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 14:42:40, 1279 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
IRI: გუშინდელი არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ

საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ძირითადად წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარდა. კარგად იყო ადმინისტრირებული და როგორც ჩანს ქართველი ამომრჩევლის ნება ასახა, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადეს.

მათივე განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნები პროცესის მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც ასევე მოიცავს არჩევნების მეორე ტურს.

"შიდაპოლიტიკური დაძაბულობისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა ამ არჩევნებში, როგორც ამომრჩევლებად ასევე კანდიდატებათ, პარტიის წარმომადგენლებათ და საარჩევნო მოხელეებათ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ქართველებს მოუწოდებს გადადგან თანმიმდევრული და მიზანმიმართული ნაბიჯები პირველი ტურის შემდეგ წარმოებული კამპანიაში.

ამასთან, IRI-ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნები უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მათივე თქმით, კიდევ არის რიგი საკითხები გასაუმჯობესებელი.

ორგანიზაციის წარმომადგენლის მარკ გრინის განცხადებით, IRI-ის სადამკვირვებლო მისია გაგრძელდება მეორე ტურების ჩათვლით, რათა ორგანიზაცია დააკვირდეს არჩევნების სრულ პროცესს.

"მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ არჩევნების სრული პროცესი წარმატებულად ჩაითვალოს", - განაცხადა მარკ გრინმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ამომრჩევლები და პოლიტიკური ლიდერები მუშაობას მშვიდად და გაწონასწორებულად გააგრძელებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics