|
2015-03-17 10:07:48, 540 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ძალადობა და უბედურება საქართველოში უნდა დამთავრდეს, თორემ ყველა კარზე კაკუნი უკან დაგვრჩება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დღეებში სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც უსუფაშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, ძალისმიერი მეთოდები რაიმე წარმატების მისაღწევად, მხოლოდ კონტრპროდუქტიულია. ამასთან უსუფაშვილის თქმით, ძალადობა და არაეულობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, რადგან ნატო-ში და ევროპაში ცივილიზებულ სახელმწიფოს ელიან. "ამ დღეებში რამოდენიმე ძლიან ცუდი ამბავი მოხდა, შეხლა-შემოხლა ქუჩაში და ძალისმიერი მეთოდებით რაიმე სიკეთის მიღწევას თუ ვინმე სცდილობს, მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ასეთი ქმედებები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია.თუ ვინმე სცდილობს, რომ ამ გზებითა და მეთოდებით შეუშალოს ხელი "ნაციონალური მოძრაობის" რაიმე ღონისძიებას, აქციას, ან რაიმე მსვლელობას, ჩათვალოს, რომ ისაა ყველაზე უკეთესი ხელშემწყობი სწორედ ამგვარი მოქმედებებით, ოპონენტის იმ ღონისძიების წარმატებულობის. ძალადობა და უბედურება ქვეყანაში უნდა დამთავრდეს,თორემ ჩვენ უკან დაგვრჩება ყველა კარზე კაკუნი, ნატოზეც, ევროპაზეც და ყველაზეც, რადგან ნატოშიც და ევროპაშიც გველიან ცივილიზებულ სახელმწიფოს, იქ გველიან ყველას ერთად, ნატო-ში არ ელოდნენ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს იყო მათი შეცდომა. ევროკავშირში არ გველიან მხოლოდ "ქართულ ოცნებას", ან ნატოში. ყველას გველიან, მთელ საზოგადოებას და უნდა დავინახოთ, რომ ამდაგვარი მოვლენები გვაშორებს საერთაშორისო მიზანს",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რაც შეეხება მოზარდებისთვის მძიმე შინაარსის ფილმის ჩვენებას, უსუფაშვილის განმარტებით, აქცენტი არა მხოლოდ იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ მოზარდებს ამგვარი ფილმი აჩვენეს, არამედ იმაზე, თუ ვინმემ მოზარდები ადმინისტრაციული რესურსის გამიყენებით პოლიტიკურ ღონისძიებაზე დასასწრებად წაიყვანა. "რაც შეეხება ფილმის ჩვენებას მოზარდებთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ აქცენტი მხოლოდ იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ მოზარდებს ვინმემ აჩვენა ძალადობრივი, ან სხვა შინაარსის შემცველი კადრები. ეს რა თქმა უნდა უბედურებაა, მაგრამ არანკლები უბედურებაა, თუ ვინმემ მოზარდები რაღაცა რესურსის, ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსის, გამოყენებით პოლიტიკურ ღონისძიებაზე წაიყვანა",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)