02:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 14:34:53, 640 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - ენმ-ს მხრიდან ამომრჩევლისათვის ფულის მიცემის ფაქტი არ დადასტურდა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის მე-2 უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, გადამოწმდა და არ დადასტურდა.  

ანა ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პრობლემა, რომელიც ფოტოგადაღების აკრძალვას უკავშირდებოდა, მინისტრის უშუალო ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა. 

გარდა ამისა, ბრიფინზე ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ დაფიქსირდა გარკვეული ტიპის დარღვევები.

კერძოდ, თბილისში ნაძალადევის მეთვრამეტე უბანზე მოიპოვეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის მხარდამჭერთა სია, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა უბანზე.

სიის გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც თანხმობა არ მიუციათ სიაში ყოფნაზე.

„ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან.

მან ასევე ისაუბრა დიდუბის მეთოთხმეტე უბანზე მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ უბნის გახსნის შემდეგ საკონტროლო ფურცლის შევსების ნაცვლად მათ შემაჯამებელი ოქმები შეავსეს და შეცდომის გამოსწორების მიზნით დალუქულ ყუთი გახსნეს.

"კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო მოწოდება კომისიების მისამართით, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დამკვირვებლების მუშაობას და კანონის შესაბამისად იმოქმედონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არანაირი ეთიკური თუ კანონით დადგენილი წესები დამკვირვებლების მხრიდან არ ირღვევა, “-აცხადებს ნაცვლიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics