00:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 07:33:09, 666 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნებს 111 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

8 ოქტომბრის არჩევნებს 111 ადგილობრივი ორგანიზაციის - 29 931 წარმომადგენელი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი დააკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესის გაშუქებას, მასში 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ პარლამენტის 150 დეპუტატი აირჩიონ; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

გარდა ამისა, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.

ამასთან, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, საკრებულოს შუალედური და მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც იმართება. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო რიგგარეშე არჩევნები ახალციხის მერისა და ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად ტარდება.  

შეგახსენებეთ, რომ 5 ოქტომბერს არჩევნები უკვე გაიმართა ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. შედეგები 8 ოქტომბერს დაითვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics