06:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 14:04:22, 627 ნახვა

პოლიტიკა
ირინა იმერლიშვილი: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ძალიან სერიოზულადაა მომზადებული

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სერიოზულადაა მომზადებული.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მზადაა, დებატებშიც მიიღოს მონაწილეობა.

იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ბიურო დებატების ფორმატის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული და ჩვენ გვინდა მოვისმინოთ კომენტარები საექსპერტო წრეებიდან.   პრეზიდენტი მზად არის აღნიშნული გამოსვლა იყოს დებატების ფორმატში, თუმცა ეს პარალამენტის ბიუროს გადასაწყვეტია და იმედი მაქვს რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“,-აღნიშნა იმერლიშვილმა.
 რაც შეეხება სტუმრებს, იმერლიშვილის განცხადებით,  მოხსენებაზე დასაწრებად მიწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ საელჩოები შარშანდელივით ინტერესს გამოიჩენენ და მოხსენებას დაესწრებიან.

ხოლო რაც შეეხება, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრებას, იმერლიშვილის თქმით, როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მიმართავს მოსახლეობას  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე,  მთავრობისთვის ეს საინტერესო უნდა იყოს.

„როგორც წესი ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი, უნდა მიიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როდესაც პრეზიდენტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას წელიწადში ერთხელ მიმართავს, ვფიქრობ ეს მათთვის  საინტერესო უნდა იყოს“,-განახადა იმერლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics