04:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 10:16:19, 1327 ნახვა

სამართალი
დიდინეძში მომხდარ ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრი პასუხისგებაში მისცეს

დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ისინი პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით  მიეცნენ, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას, ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში,  პასუხისგებაში მიცემა დაპატიმრებას არ გულისხმობს.

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში იმ დროს სცემეს, როცა ისინი  პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ.  „ოცნების“ წარმომადგენელის ინფორმაციით, მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics