15:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 13:33:33, 662 ნახვა

პოლიტიკა
შოთა ხაბარელი ორხევის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ორხევის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა.

შოთა ხაბარელმა შეკრებილ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

  „ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ შეხვედრებს.  ნებისმიერი შეხვედრა მოსახლეობასთან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ყველას კარგათ გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობში ჩვენს ქვეყანაში, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, ჩვენ ყველამ ერთად, მშვიდობიანი გზით მოვახერხეთ და შევცვალეთ წინა ხელისუფლება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. დარწმუნებული ვარ, აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, როცა ძალადობდნენ მოქალაქეებზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ერთიანია, უთხრათ არა იმ წარსულს, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ თავისუფლად მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დავაფიქსიროთ“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი სახეები, მათ შორის სპორტსმენები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics