15:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 15:26:58, 781 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყოს თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი ჰგონიათ

 „ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყოს თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი ჰგონიათ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკოსებისგან სიტუაციის ადეკვატურ შეფასებას ელოდება.

 „მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტიურად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი. ერთის მხრივ მოველი ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს, მოველი პოლიტიკოსებისგან სიტუაციის ადექვატურ შეფასებას“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი წევრი ზუგდიდის მუნუციპალიტეტის სოფელ დიდინეძში სცემეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics