16:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 17:34:10, 845 ნახვა

საზოგადოება
ნიუ–ჯერსიში დაღუპული ბესო გორჯოლაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

 ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ცერემონიალზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად და მაღალი რანგის ოფიცრები.

 თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კასპის რაიონში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერებიც ჩავიდნენ. დაკრძალვას დაესწრნენ ასევე, აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძღვანელობით, დაღუპული კურსანტების ქართველი და ამერიკელი მეგობრები.

რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე სამთავისის ტაძრიდან გამოასვენეს და კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო. სამხედრო ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics