|
2016-09-27 14:05:58, 730 ნახვა
პოლიტიკა
ტარიელ ხეჩიკაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ხონში, ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ
სასპორტო სკოლებში არსებული პრობლემების უკეთ გაცნობისა და მოგვარების მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხონში ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით შეხვდა. ხონისა და ვანის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლის დროული მოგვარებაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და ახალგაზრდებში ცოვრების ჯანსაღი წესის დასანერგად. შეხვედრაზე იმ რამდენიმე სპორტის სახეობის განვითარებაზეც ისაუბრეს, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს აქვთ. მინისტრმა ადილობრივების შეხედულებები მოისმინა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელდა პროექტები, რომლის მთავარი დანიშნულებაც რეგიონში სპორტის განვითარებაა. შეხვედრას „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)