18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:42:15, 768 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია: “ქართულ ოცნებაში“ არც ერთი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მიიღება.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილიც ადასტურებს. მათ შორის იმასაც, რომ პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლაშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა.

მისი თქმით, ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე განცხადებები მაშინაც კეთდებოდა, როცა კოალიციაში „რესპუბლიკური პარტია“ იმყოფებოდა.

„ვამბობდით, რომ დეპერსონალიზაცია უნდა მომხდარი, ასევე, ვსაუბრობდით ორპარტიულ კოალიციურ შეთანხმებასა და ყველაფრის ფორმალიზებაზე, მაგრამ „ოცნება“ ამ გზას არ დაადგა. „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ჩვენ ფარულ ჩანაწერებს კი არ ვაქვეყნებთ, ვაქვეყნებთ იმას, რაც ჩვენს ხელთ არის და რაც ასევე, შეიძლება იყოს საჯარო“, - აღნიშნა კორძაიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics