20:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 14:34:00, 771 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.

სამი კანდიდატიდან ერთს აკადემიური საბჭო აირჩევს. .

ერთ-ერთი კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ საბჭოს მხრიდან კითხვები ძირითადად უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებით იყო.

"მე ვეცადე აკადემიური საბჭოს წინაშე წარმომეჩინა ჩემი აკადემიური პროფილი.ჩემს მიმართ დასმული კითხვები ძირითადად ეხებოდა ჩემს მიერ წარმოდგენილ კონცეფციას,სტუდენტური ცხოვრების განვითარებასთან დაკავშირებით.ასევე კითხვები დასმული იყო უნივერსიტეტთან შემავალი კვლევითი ინსტიტუტების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური მაქვს და ველოდები მათ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ხმის მიცემის პროცესი დაიწყება. რექტორის ასარჩევად ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ, 19 ხმაა საჭირო.

არჩევანის გაკეთების შემდეგ, აკადემიური საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე განახლდება, სადაც საბჭოს დადგენილებით ახალ რექტორს დაამტკიცებენ.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გია ბარამიძე დარეგისტრირდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics