18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:55:48, 677 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა N9 უბნის ამომრჩეველთან გაიმართება. შეხვედრაზე საუბარი იყო ენერგეტიკის სექტორში სულ მცირე 3 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე, რაც, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.

გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა სამჯერ გაიზრდება და 5 ათასს გადააჭარბებს, აგროდაზღვევას მიიღებს ორჯერ მეტი ადამიანი და ბენეფიციართა რიცხვი 50 ათასს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებში ახალი სტადიონების მშენებლოავსაც.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ქალაქებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სპორტის სასახლეები, აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ღია სატრენაჟორო სივრცეები.ვისაუბრე ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე და გეგმებზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics