19:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:35:50, 1126 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებას საშუალება ექნება, ცესკო-ში ხმის დათვლის პროცესს live-რეჟიმში დააკვირდეს

საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნების დღეს საზოგადოებას საშუალება  ექნება, ცესკო-ში ხმის დათვლის პროცესს YouTube-სა და Facebook-ის საშუალებით live-რეჟიმში დააკვირდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადს.

მისივე განმარტებით, ეს კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორ ობიექტურად ითვლის ცესკო ხმებს.

" პირველად ისტორიაში, არჩევნების დღეს ცესკო ორგანიზებას გაუწევს და ხელმისაწვდომს გახდის  ხმის დათვლის ცენტრს. საზოგადოებას ვთავაზობთ, live პრინციპით, ცესკო-ს ოფიციალური ვებგვერდის, იუთუბისა და ფეისბუქის საშუალებით, პირდაპირ უყუროს, თუ როგორ თვლის ხმებს ცესკო",- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics