19:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 10:12:30, 839 ნახვა

საზოგადოება
ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ხელი დღეს მოეწერება

საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე დღეს ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდება 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მოაწერს, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების - ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავს, ევგენი გეგეჭკორის შთამომავლები და წარმომადგენლები იქნებიან.

ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში - ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია, მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics