18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:11:41, 716 ნახვა

პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად  ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 „ძვირფასო ამომრჩევლობო, მე პირადად ძალიან მოხარული ვარ თვენთან შეხვედრით. დიდ მადლობას გიხდით ასეთი თბილი დახვედრისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ჩემს გვერდით, მოსული ხართ ჩემს მოსასმენად. მე გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით. მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში. ჩემი პარლამენტარობისადმი მიდგომას თქვენ იგრძნობთ ჩემი დებუტატობის პირველივე წელს. არ ვიქნები ისეთი დებუტატი, რომელიც მხოლოდ კაბინეტში იქნება“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება, რომელიც უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics