18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 13:37:39, 1081 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: პირდაპირი მნიშვნელობით დღეს პოლიტიკაში შარლატანები არიან

„2030 წლისთვის ჩვენი საზოგადოების ნაწილი მთელი შემადგენლობით, ახლოს  იქნება ევროპასთან, თუ მოთმინებით და თანმიმდევრობით მივყვებით პროცესებს“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ივანიშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და სწორი არჩევანი გააკეთონ.

„ჩვენ ნელნელა  ვიზრდებით   და სწავლობთ.  2030 წლისთვის, ყველა ჩვენი საზოგადოების ნაწილი და მთელი  შემადგენლობით  ახლოს  ვიქნებით ევროპასთან თუ  რა თქმა უნდა მოთმინებით და თანმიმდევრობით მივყვებით. თუ დღესვე მოვინდომებთ რომ ყველას გვქონდეს დიდი სასახლეები, აგარაკები  და მოვინდომებთ, რომ კვირიკაშვილი და მისი ხელისუფლება არ გვინდა, ამიტომ უარი ვთქვათ  და მოვიყვანოთ ვიღაც შარლატანი,  უკაცრავად ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ დღეს პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკაში შარლატანები არიან.  ნუ დავკარგავთ ხმებს,  სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ნუ ხართ სხვის იმედზე და  ნუ გგონიათ, რომ ვიღაც გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. ვინც უარს ამბობს არჩევნებში მოსვლაზე,  მას არანაირი მორალური უფლება არ ექნება  ან აკრიტიკოს ან რამე მოსთხოვის ხელისუფლებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics