18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 12:23:53, 648 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა

 "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.

 კანდიდატი თანასოფლელებს ადგილობრივმა მცხოვრებმა, ჯალალ კარაევმა წარუდგინა, რომელმაც გოგი მეშველიანის მიერ გამგებლობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

“ეს ადამიანი არის ბოლნისელი, ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტს, იცის თითოეული სოფლის, დასახლების პრობლემა”, - აღნიშნა კარაევმა.

შეხვედრაზე ადგილობრივებს საკრებულოს წევრმა ვუგარ ისაევმა და აბაი ფაშაევმა მიმართეს, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. "ქართული ოცნება" არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს ძირეულ რეფორმებს ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics