01:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 12:18:04, 1275 ნახვა

სამართალი
უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას განიხილავენ

უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა უნდა შეარჩიონ. 

კანდიდატურის დასამტკიცებლად პლენუმის 15 კაციანი შემადგენლობიდან 10 წევრის თანხმობაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილთან ერთად უფლებამოსილების ვადა, კიდევ 3 მოსამართლეს მიმდინარე თვეში ეწურებათ. 

ცნობისთვის, ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics