12:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 17:26:16, 598 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია: ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფელ ძველი აბაშის, ნოღოხაშისა და კვათანის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„მთავარია რეალურად გვაკეთოთ საქმე და არ გავცეთ ფუჭი დაპირებები. მე არასოდეს მითქვამს და არ ვიტყვი ისეთს, რასაც ვერ გავაკეთებ. ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ. მე მჯერა, თქვენ მომცემთ მანდატს, რომ  ეს პროგრესი ერთად გავაგრძელოთ”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ადგილობრივები ოთარ დანელიას სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ  და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„თქვენ თამამად შეგიძლიათ ჩემი გაკეთებული საქმეებით შემაფასოთ. ამ 2 წლის განმავლობაში რაც გავაკეთე იგივეს გავაკეთებ და ჩემს ყველა აქტივს მოვახმარ ამ ორ მუნიციპალიტეტს, რომელიც თანაბრად პრიორიტეტულია,“-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია  სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics