13:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 18:14:48, 785 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ თბილისი": გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება

„ყაზტრანგაზ თბილისის“ დირექტორის ნინო თურმანიძის განცხადებით, გაზის სუნი ქალაქში დღის ბოლომდე გაიწოვება, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს.

„თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მატებასთან „ყაზტრანსგაზ - თბილისს“ არანაირი შეხება არ აქვს და პასუხისმგებელი არ არის. ბუნებრივი აირისთვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ოდორანტის საშუალებით ხდება. აღნიშნულ პროცესს და მასზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ეს პროცესი შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება. მომატებული გაზის სუნი არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის ქსელი არის გაუმართავ მდგომარეობაში. ოდორანტის დოზირება როცა არის ნორმით, მაშინ გაზის სუნი ასე მძაფრად არ იგრძნობა", - განაცხადა ნინო თურმანიძემ. 

მისივე თქმით, სუნის საგრძნობი მატება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არ არის დაკავშირებული გაზის გაჟონვასთან. 

"ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო ნივთიერების - ოდორანტის გარემოში ზედმეტად დიდი რაოდენობით გაჟონვის გამო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონში ოდორანტის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს სიტუაცია. დაახლოებით დღის ბოლოსთვის ეს სუნი აღარ იქნება, გაიწოვება“, - განაცხადა თურმანიძემ. 

მან მოსახლეობას მოუწოდა, ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და ფართი გაანიავონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics