03:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 15:09:40, 680 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სამართალდამცავ უწყებებს შეახსენებს, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში მონაწილოება მიიღონ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშილი ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, მედიის მეშვეობით ერთმენთთან საუბარსა და ურთიერთობების გარჩევის ნაცვლად, ამომრჩეველს საკუთარ გეგმებზე და საარჩევნო პროგრამებზე ესაუბრონ.

ამასთან, მიშველაძის თქმით, პრეზიდნეტს სურს. შესახსენოს პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ძალებს, რომ არჩევნებში მთავარი მპოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელმაცც მშვიდ ვითარებაში, პოლიტიკური პარტიების საარჩედვნო პროგრამის მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი.

გარდა ამისა, პრეზიდენტს სურს, სამართალდამცავ უწყებებს შეახსენოს, რომ მათი პარტიული სიმპატიებისა მიუხედავად, უპირველესი მოვალეობა - ყველა ამომრჩევლისთვის, საარჩევნო სუბიექტისთვის, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ქვეყნის სტაბილური გარემოს შენარჩუნებაა.

„მოგეხსენებათ, ამომრჩეველთა გააქტიურების მიზნით, უკვე თვეზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც სხვადასხვა პროექტების სახით გაგრძელდება საპრეზიდენტო კამპანია - „ჩემი ხმა ჩემი მომავალია“. კამპანიაში ჩართულია საზოგადოება, რომელთა დახმარებითაც, პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა“, - ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics