23:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:58:32, 1413 ნახვა

სამართალი
ლაგაზიძე: სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს

სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, - ეს განცხადება პაატა ბუჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

ლაგაზიძემ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს მის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ბურჭულაძის პარტიის წევრი და აჭარაში პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გოგა კალაძე მას ემუქრებოდა.

ლაგაზიძე აცხადებს, რომ გოგა კალაძე კრიმინალური მენტალობის პიროვნებაა და მასზე ზეწოლას ახდენდა.

რაც შეეხება კითხვას, დაუნიშნავს თუ არა სახელმწიფო დაცვას, რასაც ლაგაზიძე ითხოვდა, ის ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ლაგაზიძე არ საუბრობს მათ შორის არც იმაზე, დაიკითხება თუ არა მის მიერ დასახელებული პიროვნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics