11:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 17:42:44, 731 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საზაფხულო სკოლა დასრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პირველი საზაფხულო სკოლა დასრულდა. დახურვის საზეიმო ცერემონია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-18 წლის 26 მოსწავლეს პროექტის დასრულების შესახებ სერტიფიკატი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ირაკლი ხელაძემ გადასცა. 

პროექტის მიზანი მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება იყო. დახურვის ღონისძიებაზე სკოლის მონაწილეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები პრეზენტაციების სახით წარადგინეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული არჩევანისთვის, ისე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის.

სამართლის საზაფხულო სკოლა ყვარლის სასწავლო ცენტრში 5 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის მონაწილეებისთვის საჯარო ლექციები ჩაატარეს მწერალმა და პროზაიკოსმა გიორგი კეკელიძემ, ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა, პოეტმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ. პროექტის მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით; ჩატარდა გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმების ჩვენება.  

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ შემდეგ თემატიკაზე: სამართლის არსი და ძირითადი მიმართულებები;  საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;  ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი; სამოქალაქო სამართალი;  სისხლის სამართალი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; დანაშაულის პრევენცია. 

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები 16 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics