16:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:52:09, 731 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციას უყრიან კენჭს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუციაზე კენჭისყრაა დაგეგმილი. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ არის ინიცირებული, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მ.წ. 14 ივლისს ერთხმად მიიღო.

წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრაზე დღეს რეზოლუციას 31 თანასპონსორი (კონგრესმენმა) წარადგენს, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან.

რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics