16:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 15:30:05, 659 ნახვა

პოლიტიკა
კელი: საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, იან კელის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, როდესაც პოლიტიკური ატმოსფერო შესაბამისი იქნება.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ნატო ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას და რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, როდესაც პოლიტიკური ატმოსფერო იქნება შესაბამისი. ამ ორგანიზაციის მთავარი ხელმძღვანელი და სხვა მნიშვნელოვანი პირები იმყოფებიან აქ, რომ ქართველ ხალხს და საქართველოს სუვერენიტეტს ნატოში გაწევრიანების გზაზე, მხარდაჭერა გამოუცხადონ“, - განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭო, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics