10:24 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 12:51:28, 1115 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი ხაინდრავას ფილმზე: დიდი დრო დასჭირდა გადაღებას და ჩვენება საარჩევნო პერიოდს დაემთხვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიას" ჩენება ახლა მიზანმიმართულად არ მიმდინარეობს.

როგორც ივანიშვილმა  GDS-ის  ახალ გადაცემაში განაცხადა, ფილმის გადაღებას დიდი დრო დასჭირდა და წინასაარჩევნო პერიოდს უბრალოდ დაემთხვა.  ივანიშვილის შეფასებით, ფილმის ჩვენება უფრო ადრე რომ მომხდარიყო, უკეთესიც იქნებოდა:

"რაც შეეხება ფილმს, ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა, ეს დაიწყო ორწლინახევრის წინ, ამ ფილმის გადაღებაზე საუბარი. 9+1 ჩემი მოგნილი იყო სათაური და ხაინდარავამ ახალი სათაური გაუკეთა ფილმს- "ჰეროკრატია" .ნორმალურია.რაც შეეხება იმას, რომ ახლა ხდება ჩვენება, ამას ორი მიზეზი აქვს.ერთი ის, რომ დიდი დრო დაჭირდა ფილმის გადაღებას და დაემთხვა არჩევნებს. უფრო ადრეც შეიძლებოდა ჩვენება. ის, რომ დღესაა და რამე დამატებით კითხვებს იწვევს და რატომ? მე ვფიქრობ კარგია. უფრო ადრე რომ ყოფილიყო, შეიძლება უკეთესი იყო, რადგან არჩევნების ჩატარებაში მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს, რომ მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ. ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა, ჭყინტი, ერი. ამ ფილმის ყურების შემდეგ, ჩვეულებრივ  მოქალაქეებს კიარ გაუჩნდებათ სურვილი, რომ მათ პასუხი აგებინონ, არავის პასუხი  უგებინებია და ქუჩაში არაფერი მომხდარა. ისევ თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან სახიფათონი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics