06:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 14:42:04, 1045 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი შიოლაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს.

 ამჯერად იგი ქალაქ სიღნაღში, ვაჟა-ფშაველას ქუჩისა და სოფელ ნუკრიანში, ე.წ. კალოების დასახლების, მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოინიშნა და მათ ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.

„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული,სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულობით არაერთი პროექტი ხორციელდება. განვითარების პროცესი შეუქცევადია და მიმდინარეობს- იგება გზები,სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი,ბოლო დროს მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებასა და სკოლის შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.თითოეული თქვენგანი აქტიურად სარგებლობთ სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებით“,-განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად,  სიღნაღსა და დედოფლისწყაროში განვითარება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებითაა შესაძლებელი.

„თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ეს აუცილებლად მოხდება“, -აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics