04:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 17:08:16, 724 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ხშირად მეც ვყოფილვარ აგრესიული რიტორიკის ობიექტი

ხშირად მეც ვყოფილვარ აგრესიული რიტორიკის ობიექტი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში განუცხადა. 

სტუდენტის თქმით, არ იცის პოლიტიკური პარტიების პროგრამები და შეთავაზება, ვინაიდან ტელევიზორიდან მხოლოდ დაპირისპირება და აგრესიული რიტორიკა ესმის.  

“ამაზე პასუხი მარტივია. არ უნდა გაატაროთ ეს თქვენში. იგნორირება უნდა მოახდინოთ. პოზიტიური მხარე ბევრია, რომელიც მჭახე აგრესიულ რიტორიკაში აღარ ისმის. თქვენ რასაც მიაქცევთ ყურადღებას, ის იქნება მნიშვნელოვანი. ბოღმას, ერთმანეთის ლანძღვას თუ მიაქცევთ ყურადღებას, ის იარსებებს. თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, აღარ იარსებებს და ნელ-ნელა განელდება. პოლიტიკოსებიც ნელ-ნელა იმას გააკეთებენ, რაც საზოგადოებას მოსწონს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ“,-განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ აგრესია და დაპირისპირება არათავისუფალი აზროვნების შედეგია.  

პრეზიდენტმა მაგალითებიც მოიყვანა, რომელიც განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის მიღება ქართული იდენტობის, ქართული კულტურის ნაწილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics