01:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 11:29:19, 693 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ლადო ბედუკაძესთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობას არ ვაპირებ

"ბედუკაძე მოვიდა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე, „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხნა არასწორად მიმაჩნდა", - ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“ ვლადიმერ ბედუკაძესთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა,  წინასაარჩევნოდ ბედუკაძესთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ლადო ბედუკაძესთან ჩემი შეხვედრა არაფერს არ ემსახურებოდა. კაცს გამარჯობა ვეღარ უნდა ვუთხრა?!  ბედუკაძე მოვიდა და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ თავის დროზე, არასწორად მიმაჩნდა „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხნა. პარტია მხოლოდ იმის გამო მოხსნეს რეგისტრაციიდან, რომ ისინი საქართველოში რუსეთის ბაზების დაკანონებას ითხოვდნენ. მაშინ რეგისტრაცია „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, თავის სატელიტებიანად უნდა გაუუქმონ. ისინი მხარს საქართველოში ნატო-ს ჯარების შემოყვანას უჭერენ. ამაზე გადამიხადა ადამიანმა მადლობა და წავიდა. ქართველებს აღარ დაველაპარაკო?! ლადო ბედუკაძესთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობას არ ვაპირებ“, - განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ,  გუშინ პოლიტიკური მოძრაობა „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე პარლამენტში თამაზ მეჭიაურს შეხვდა. ბედუკაძის განცხადებით, მან  მეგობართან პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics