01:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 17:15:33, 698 ნახვა

საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია საკრებულოში დაპირისპირებაზე: თბილისის მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ჰყვებოდა

საკრებულოში მოქალაქეებისთვის განკუთვნილ ფლიგელში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მიზეზი ცოტნე გამსახურდიას მიერ დედაქალაქის მერის მისამართით გაკეთებული განცხადებაა. მან ნარმანიას უუნარო უწოდა. 

"დავით ნარმანიას თქმით, არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

მისივე თქმით, მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ჰყვებოდა და დამსწრე საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიდა.

ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერ დავით ნარმანიას უსმენენ, უკვე განახლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics