22:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 12:36:15, 736 ნახვა

პოლიტიკა
პეტრიაშვილი: წინა წლებთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია

წინა წლებთან შედარებით, დღეს წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პეტრიაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ დაძაბულობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იყო გასულ წლებში.

„იყო ცალკეული შემთხვევები, რომელზეც არ მოახდინა ხელისუფლებამ რეაგირება. ცალკეული შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვები გამო, შეიძლება ითქვას, რომ გაჩნდა განცდა, რომ სექტემბერი ტრადიციულად ცხელი შეიძლება იყოს",-აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. 

ამასთან, პეტრიაშვილის თქმით,  „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გააკეთეს რამდენიმე განცხადება საოლქო საუბნო კომისიების დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით.

"ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ კომისიები ყველგან დაკომპლექტდეს ახლობლებით, ნათესავებით, მეგობრებით, მხარდამჭერებით. ეს თუ მხოლოდ იმისთვის არის, რომ საკუთარი რესურსი დაზოგონ, ერთი საქმეა, მაგრამ ყველა მცდელობას ხელისუფლების მხრიდან, 8 ოქტომბერს არჩევნები გააყალბოს, ძალიან მწვავე რეაგირება და პასუხი ექნება“, - განაცახდა პეტრიაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics