22:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 12:22:10, 751 ნახვა

საზოგადოება
„ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

26 აგვისტოს, 20:00 საათზე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ინსტალაციის „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია" პრეზენტაცია გაიმართება.

მუსიკოსი დიმიტრი დადიანი  და ვენაში მოღვაწე ქართველი ვიდეოარტისტი თათია სხირტლაძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციაში დაცული უნიკალური კუბისტური ტილოს, 1920-იანი წლების დადაისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყაროს" ინსპირაციით ერთობლივად შექმნიან აუდიო-ვიდეო ინსტალაციას.

27 აგვისტოს, პროექტში მონაწილე არტისტები  მოდერნიზმისა და ნამუშევრის შექმნის ისტორიის შესახებ ლექციებს წაიკითავენ და ჩაატარებენ ვიდეოარტისა და ელექტრონული მუსიკის მასტერკლასებს.

პროექტი თიბისი ბანკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

დასწრება თავისუფალია!

გამოფენის გახსნა: 26.08. 2016, 20.00 სთ.
რაჭა, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
სემინარი: 27.08.2016 
ნამუშევრის ისტორია - თეონა ჯაფარიძე, 12:00 სთ.
ვიდეო - თათია სხირტლაძე, 13:00 სთ.
მუსიკა - დიმა დადიანი, 16:00 სთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics