20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 17:21:14, 829 ნახვა

პოლიტიკა
ოთო კახიძე: ჯაჭვლიანი სიაში ვერ მოხვდა და მმართველი გუნდი გადამხდელთა ხარჯზე უნიშნავს ხელფასს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთო კახიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს  ხელმძღვანელად  სოსო ჯაჭვლიანის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ჯაჭვლიანი არის არაკომპეტენტური ადამიანი, რომელიც უუნაროა და არ შეუძლია რომელიმე სტრუქტურა მართოს.

„სოსო ჯაჭვლიანის მთის კურორტების განვითარების კომპანიის სახელმწიფო შპს-ს  ხელმძღვანელად დანიშვნა ნიშნავს, რომ მთავრობა უმუშევართა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, ახალ შპს-ს ქმნის.  ამ ორგანიზაციაში კი ხელმძღვანელად ღრმად არაკომპეტენტური ადამიანი ინიშნება. ჯაჭვლიანი არის უუნარო, რომ რომელიმე სტრუქტურა მართოს და რაიმე საქმე წინ წაიყვანოს. მმართველ გუნდს სურს ბიუჯეტის ფულით დაუნიშნოს ხელფასი იმ ადამიანს, რომელიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. ეს ყოველივე გავს ხელისუფლებასა და სოსო ჯაჭვლიანს შორის გარიგებას. თუმცა, 8 ოქტომბრიდან ყველას ვპირდები, რომ მსგავსი პრაქტიკა აღმოიფხვრება“, - აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.  აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics