22:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 16:50:48, 713 ნახვა

საზოგადოება
რატიანი და ხოშტარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან.

მათი განცხადებით, "ეს არის ქართული ოცნების ტიპური მმართველობის წესი, როდესაც აწყობილი სისტემა შეუძლიათ მოშალონ".

„ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების პროცესებში შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა. გუშინ აბიტურიენტების ნაწილს ერთი საათის განმავლობაში ურეკავდნენ. მათ მათი მოწყობისა და გრანტის ოდენობის შესახებ შედეგებს უგზავნიდნენ. შემდეგ ეს შეწყდა და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ დადებულა. . ეს რამდენიმე რამეს ნიშნავს, პირველი, ეს არის ქართული ოცნების ტიპური მმართველობის წესი, როდესაც აწყობილი სისტემა შეუძლიათ მოშალონ. გარდა ამისა, ეს არის ძალიან ცუდი და აგდებული დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ამან შესაძლოა ინსტიტუტეების სანდოობასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩინოს. აწყობილი სისტემა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას დახვდა და რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს, მოარღვიეს", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics