20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 17:57:22, 846 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის მე-6 მ/რ-შიმასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა

გლდანის რაიონის გამგეობისა და ,,თბილსერსვის ჯგუფის’’ ორგანიზებით,მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდადღეს გლდანის რაიონში. მე-6 მ/რ-ის მეშვიდე და მეოცე კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარზე მეტ ფართობზე, გაითიბა ბალახი, მოხდა არსებული სანათების რეაბილიტაცია და დაზიანებული ფურნიტურების დემონტაჟი. გარდა ამისა, მთლიანი ობიექტი გაიწმინდა სამშენებლო ნაგვისგან და მოწესრიგდა სათვალთვალო ჭები.

აქციაში მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მიიღო.

საკმაოდ დიდ ფართობზე მდებარე სკვერი წლებია უფუნქციოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გლდანის რაიონის გამგეობას ამასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა აქვს. პირველ ეტაპზე  დასუფთავების აქცია მოეწყო, შემდეგ ეტაპებზე კი ახალი სკვერის კონცეფცია შეიქმნება და დაიწყება მის განახლებაზე ზრუნვა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics