21:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 13:58:02, 806 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის 20ა-სთან ახალი სკვერი მოეწყობა

ალ. ყაზბეგისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ახალი სკვერის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება  დეკორატიული ფილებით, დაიგება ბალახის ბელტები, დაიდგმება ორმხრივი საპარკე სკამები და დამონტაჟდება ორიგინალური სანათები. 

დაწყებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია აუცილებლად გამწვანდება.

„აქ არაფერი იყო, არც ბალახი, არც თუნდაც ერთი სკამი ჩამოსაჯდომად, მხოლოდ დამტვრეული ფილები და კიბის რამდენიმე საფეხური. სამუშაოები დავიწყეთ და სულ მალე აქ იქნება პატარა, მაგრამ ლამაზი მწვანე კუნძული ყაზბეგის გამზირზე. პროექტის მიხედვით, აქ 60 ძირი ტუიასა და 25 ღვიის ნერგი დაირგვება, დამონტაჟდება 15 ერთეული განათების ბოძი და ასევე, დადგება სრულიად ახალი ავტობუსის გაჩერების ჯიხური,“ - განმარტავს გამგებელი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფენიქსი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 32 103 ლარია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics