13:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 12:05:49, 1871 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ტერაქტის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Haber Turk-ი იუწყება. 

როგორც თურქული მედია წერს, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ გაზიანთეფში აფეთქება 20 აგვისტოს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. როგორც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღამა განაცხადა, თავდამსხმელი 12-14 წლის მოზარდი იყო.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 22 ბავშვია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდოს, რომ აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" ორგანიზებული იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics