19:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 13:49:49, 767 ნახვა

საზოგადოება
ვითიბი ბანკი საქართველოს ნიჩბოსანთა 18 წლამდე ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ვითიბი ბანკის საქართველოს ნიჩბოსანთა 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. ნაკრების გენერალური სპონსორობის პერიოდში, ვითიბი ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა, მოხმარდება სპორტსმენების საშეჯიბრო მომზადებას, ეკიპირებასა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.

საქართველოში აკადემიური ნიჩბოსნობა გავრცელდა 1950-იან წლებში. საქართველოს ნიჩბოსნობისა ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა 1991 წელს. 1993 წლიდან არის აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FISA) წევრი. 

"ვითიბი ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტისა მხარდაჭერას, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბანკის მიერ განხორციელებულ სასპონსორო პროექტებს შეემატა ნიჩბოსნობაში საქართველოს 18 წლამდე ეროვნული ნაკრები. წარმატებას უსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ  განვითარებას, წინსვლას და წარმატებას",-განაცხადა ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics