17:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 17:21:07, 1976 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანი დის გაუპატიურებაში ბრალდებული სიღნაღის სასამართლომ გაამართლა

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,  სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელიც საკუთარი დის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული.

ახალგაზრდას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ოჯახურ დანაშაულს, გაუპატიურებას გულისხმობს და 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლემ ახალგაზრდა წარდგენილ ბრალში სრულად გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

17 წლის ბიჭი 15 წლის დის გაუპატიურების ბრალდებით, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. გოგონა 8 თვის ორსული იყო. დაკავებულს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით პატიმრობა 3 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics