18:25 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 13:53:55, 1884 ნახვა

სპორტი
ანა ნაცვლიშვილი: გაიგეთ, რომ ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, ის ადამიანებს კლავს

"ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები",-ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო, თვითმკვლელობის ფაქტს. 

ნაცვლიშვილის შეფასებით, ნარკოპოლიტიკა, რომელიც ადამიანებს კლავს, შესაცვლელია:

"მახინჯი სისტემა, რომელიც კლავს! რა არის იმის გარანტი, რომ ახლაც, ამ წუთებშიც პოლიცია ვიღაცას არ აიძულებს, არ აშანტაჟებს, არ აშინებს და კიდევ ერთი ადამიანი არ წერს: "დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა.” გაიგეთ, რომ ეს ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები! ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული პოლიციელის ბრალი, ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომელიც აძლევს მისი სახელით მოქმედ პოლიციელს ასეთი ქმედების საშუალებას; შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც კლავს!",-წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო, თვითმკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. 

"დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იაბეტისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”,-ნათქვამია გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics