12:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 11:53:05, 814 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთლის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს

გიგი წერეთლის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს

კახეთში, დედოფლისწყაროში, გუშინ ღამით  „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს.

ამის შესახებ ინფორმაცია " ექსპრესნიუსს" პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა მიაწოდა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზული რეაგირება ექნებათ, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.

"ძალიან სამწუხაროა, თუ სახელისუფლებო პარტია ამგვარ მოქმედებებს ახირციელებს. ეს  ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და მიანიშნებს იმაზე, რომ ვინც ამას აკეთებს, მას ეშინია არჩევნების წაგების და გადადის ძალადობაზე", - განუცხადა „ექსპრესნიუსს" გიგი წერეთელმა.

„ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ფანჯრების ჩამტვრევის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics