12:08 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 13:25:29, 2553 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ახალშობილი გარდაიცვალა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთ სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 11 ახალშობილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად 19-მა ქალმა მაღალი ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამასთან, კვამლით მოწამლულებიც არიან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მაშველებმა სამშობიაროდან 29 ქალისა და 7 ახალშობილის ევაკუაცია განახორციელეს.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

მედიის ცნობით, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics