09:42 - 26 Jun, 2026
|
2016-08-08 15:29:57, 770 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ჩვენი ვალია, ყველა ის გმირი დავაფასოთ, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა
„ჩვენი ვალია ყველა ის გმირი დავაფასოთ, რომელიც 8 აგვისტოს ომს შეეწირა“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინაშვილმა 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. „დღეს 8 აგვისტოა და პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ჩვენი გმირების ოჯახებს. მათ დარჩათ შვილები და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ამ ხალხზე. ჩვენი ვალია დავაფასოთ ყველა ის გმირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა. ამასთანავე, ჩვენი ვალია დავიცვათ ქართული მიწები და ამ ქართული მიწის არცერთი გოჯი არ ჩავაბაროთ და არ ვაჩუქოთ მტერს, რაც გააკეთა სააკაშვილმა“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)