09:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 14:18:11, 591 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საერთაშორისო საზოგადოება მზად არ არის, ადეკვატური პასუხი გასცეს იმას, რაც 8 წლის წინ მოხდა

საერთაშორისო საზოგადოება მზად არ არის, ადეკვატური პასუხი გასცეს იმას, რაც 8 წლის წინ მოხდა, მაგრამ ქართველი ხალხი ერთმუშტად არის შეკრული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

უსუფაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ 8 წლის შემდეგ, ომის ტრაგედია და ტკივილიც უფრო მწვავედ აღიქმება, „რადგან იმ უბედურებაზე, რაც მოხდა, პასუხი გაცემული არ არის“.

"8 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან. 8 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ყველა ერთად უფრო და უფრო უკეთ ვიაზრებთ იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, სამოქალაქო პირებმა. ის ტრაგედიაც და ის ტკივილიც ალბათ რვაჯერ უფრო მძიმედ და მწვავედ აღიქმება. პირველ რიგში იმიტომ, რომ პასუხი არ არის გაცემული იმ უბედურებაზე რაც მოხდა“, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics